ხუთშაბათი, 28.03.2024, 20:20
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ალვარესი: დღესაც და მომავალშიც ჩემთვის არის მხოლოდ ინტერი
13:43
ალვარესი: დღესაც და მომავალშიც ჩემთვის არის მხოლოდ ინტერი



ინტერის ახალგაზრდა არგენტინელმა ნახევარმცველმა რიკარდო ალვარესმა იაუბრა საკუთარ მომავალზე, გთავაზობთ ალვარესის სრულ ინტერვიუს:

როგორია ახლანდელი რიკი?

მე მაქვს მწვრთნელის და თანაგუნდელების ნდობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მოედანზე გავდივარ თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ გუნდისთვის, მაშინაც კი როდესაც ფორმაში არ ვიყავი პრეზიდენტმა მითხრა თბილი სიტყვები და გამომიცხადა სრული ნდობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

ინტერში მოსვლის შემდეგ გამოიცვალეთ სამი მწვრთნელი..

ეს არ იყო ადვილი, რადგან თვითოეულ მათგანს თავის ხედვა აქვს და სრულიად განსხვავებული სტილი.

რატომ აირჩიეთ ინტერი? თქვენ შეგეძლოთ წასულიყავით არსენალში..

იმის გამო, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ, ინტერში არიან ჩემი თანამემამულეები და გენიალური გარემოა ჩემთვის.

რატომ გეძახიან  მეტსახელად მარვალიას?

ამას აქვს ერთი ისტორია. არგენტინაში იყო ერთი მომღერალი რიკი მარვალია, როდესაც მე შევედი პირველ გუნდში გაზეთებში ჩემი სახელი და გვარი დაიწერა ასე რიკი მარვალია(იცინის) თუმცა უნდა ვაღიარო მე მიყვარს როდესა რიკის მეძახიან.

რთულია იტალიური ფეხბურთი?

საკმაოდ. ეს არის ძალიან ტექნიკური საფეხბურთო ჩემპიონატი,სანამ ბურთს მიიღებ უკვე უნდა იცოდე რა გააკეთო, რადგან არ გაქვს ბევრი სივრცე და  ბევრი ფიქრის დრო. ინტერში ვითამაშე სხვადასხვა პოზიციაზე, ეს კარგია იმ მხრივ, რომ ხდები უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი და ცუდია იმიტომ რომ სანამ ახალ პოზიციას შეეგუები საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ავლენ.

საუკეთესო დღე ინტერში?

წინა სეზონში მოგებული ორი დერბი.. 

რა მოხდა იანვარში?

ამ დროს ბევრჯელ დაიწერა, რომ ინტერს ვტოვებდი, მაგრამ ინტერის ხელმძღვანელობას ნათქვამი ქონდა, რომ არ უნდოდათ ჩემი გაშვება, ამიტომ მე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი კარგად მოვმზადებულიყავი და დავბრუნებულიყავი მოედანზე. არ ვიცი სად დასრულდება ჩემი კაარიერა, მაგრამ ვიცი ერთი იანვარში და როგორც დღეს ჩემთვის არის მხოლოდ ”ინტერი”.

იყო საუბარი შენს არგენტინაში დაბრუნებაზეც..

დიახ ასე იყო, მაგრამ მე ამისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია, რადგან არგენტინაში დაბრუნება იქნებოდა უკან გადადგმული ნაბიჯი ჩემს კარიერაში, აქ დარჩენა მინდა მრავალი წლის განმავლობაში, მე რომ დავბრუნდე ბუენოს-აირესში არ ვიქნები ბედნიერი, სახლში მხოლოდ მაშინ დავბრუნდები როდესაც კარიერას დავასრულებ.

გომესი არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს გააძლიერებს თუ შენი დიდი კონკურენტი იქნება გუნდში?

ბოტტა და გომესი რის ორი დიდი მოთამაშე, რომელთაც შეუძლიათ ინტერი გააძლიერონ, მე არ მეშინია კონკურენციის, პირიქით ძალიან მიხარია გუნდს დაემატება კიდევ ორი არგენტინელი, რომლებსაც შეუძლიათ ინტერი გააძლიერონ.

რატომ ხართ ასე კარგად ინტერში?

იმიტომ, რომ ინტერი არის დიდი გუნდი, რომლის კაპიტანიც ხავიერ ზანეტია.

თქვენი მიზანი არის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში?

არა.. ჩემი მიზანია ინტერში კარგი თამაში და ეს შანსი თავისით მოვა.

უკანასკნელი თამაშები მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ნახა რეალური რიკი?

დიახ, ბოლო თამაშები  მე კარგად ვთამაშობ, იმიტომ რომ მაქვს ნდობა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ასე გავაგრძელო.



ნანახია: 676 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 wesleysneijder  
0
xoo vtqvi gomezi viyidet metqi ro ar mijerebdit aii riimac dadastura nu egre gamovidaa:D:D rato morati isev im yleobebs apireb kacooo ee raa ,,botta modis ragat ginda es gomezi mitumetes ro paulinhoze iwyeb chalichs fu bliad.. riki shen interislegenda unda gaxde ase gaagrdzele tu ar gagyides bevr miagwev intertan ertad ukve vinc kargad tamahsobs ki ar mixaria meshinia ro ar gayidon

2 Anryto  
0
au gomezi da yle amat .. mezizgeba eg fexburteli , tu maincdamainc mario gomezi eyidat , superfowardia da tan ushveneb bayernidan , magrad sheewyoboda inters + 27 wlisaaa

3 Giuseppe-Meaca  
0
ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს პირველ რიგში

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter