"ინტერის” შემტევი ნახევარმცველი, რიკარდო ალვარესი აცხადებს, რომ "ნერაძური” "მილანთან”, კვირას გასამართ "დელა მადონინაში” გამარჯვებას იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ "ინტერი” ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს და მესამე ადგილზე მყოფ "მილანს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. "განსაკუთრებული მატჩი გველის. შესაძლოა, ისე ვერ ვთამაშობთ, როგორიც საჭიროა, თუმცა ბევრს ვშრომობთ და რუმინეთში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, შეიძლება, ითქვას, "მილანთან” გამარჯვებას ვიმსახურებთ. იმედი მაქვს, სამ ქულას მოვიპოვებთ. "როსონერიც” კარგად თამაშობს, მაგრამ ჩემი გუნდის მჯერა. გვინდა, "დელა მადონინაში” წარმატებას მივაღწიო. არაფერი სჯობს იმ გარემოს, რომელიც ამ შეხვედრისას სტადიონზე შეიქმნება. გვუსრს, ფანები გავახაროთ”, – აცხადებს არგენტინელი