"ინტერის" "კალიარისთან" (2:0) წაგებული შეხვედრის შემდეგ, არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომლითაც რომაული კლუბი იყო დაინტერესებული რიკიმ "ინტერი" ამჯობინა "რომას". ალვარესმა იტალიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა. პირველ შეხვედრაში, რომელიც რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, რომაელებმა 2:1 იმარჯვეს, ფლორენცისა და დესტროს გოლებით, ხოლო ინტერიდან ერთადერთი გოლი როდრიგო პალასიომ გაიტანა.
"კალიარისთან" მატჩი აუცილებლად უნდა დავივიწყოთ. ახლა მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის იტალიის თასია, რომას ფორით უნდა მოვუგოთ, მათი განადგურება გვწადია. Coppa italia-ს ფინალში გასვლა სეზონის დამამთავრებელ სტადიაზე დამატებით სტიმულს მოგვცემს".
შეგახსენებთ რომ, ანდრეა სტრამაჩონის გუნდს "რომასთან" გასამართ მატჩში: დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, ანტონიო კასანო, ვალტერ გარგანო, გაბი მუდინგაი, ნაგატომო, პერეირა და გუარინი ვერ დაეხმარებიან სხვადასხვა მიზეზთა გამო