Corriere dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში მასიმო ამბროზინი საუბრობს მოახლოებულ "დერბი დელა მადონინაზე". "ჩვენ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ ფრედი გუარინის წინააღმდეგ, ის არის გამორჩეული ფეხბურთელი "ინტერიდან". თუ ჩვენ გავიმარჯვებთ? ჩვენ ვითამაშებთ Springsteen-ს გასახდელ ოთახში. ბალოტელი? მე ვხედავ მას როგორც მშვიდ პიროვნებას. ბარსასთან გამარჯვებამ ჩვენ თვითშეფასება აგვიმაღლა. ინტერი გავიდა შემდეგ ეტაპზე, ეს რა თქმა უნდა დამატებითი სტიმულია მათთვის, ისინი შეეცდებიან ფიორენტინასთან მარცხის შემდეგ სამი ქულა მოიპოვონ ჩვენთან. განსხვავება ანტონიოსა და მარიოს შორის? კასანო არის ფერადი, ხოლო ბალოტელი მშვიდი პიროვნებაა. სტანკოვიჩს საკმაოდ კარგი დარტყმა აქვს და არაერთხელ გაუტანია ჩვენთვის გოლი. ძანეტი? მე ძალიან მომწონს მასთან ერთად სადილი. ის შესანიშნავი და მისაბაძი პიროვნებაა ყველასათვის
|