ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ტრავმირებულ ეშლი კოულს იგი რუსი მცველით იური ჟირკოვით ჩაანაცვლებს… ეშლის ტრავმამ ძალიან დამამწუხრა, რადგან იგი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. ამჟამად მთავარია მას მაქსიმალურად დავეხმაროთ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.
გაემგზავრება იგი მსოფლიო ჩემპიონატზე? ამ საკითხზე ალბათ უფრო კარგი იქნებოდა ექიმებთან გვესაუბრა, მაგრამ სავარაუდოდ სამხრეთ აფრიკაში იგი ინგლისის ნაკრებს დაეხმარება.
ეშლის ჟირკოვით შევცვლი, მისი მეიმედება, რადგან ბრწყინვალე მცველია და საკმაოდ ბევრის გაკეთება ძალუძს მოედანზე. ახლა მას შანსი მიეცა თავისი შესაძლებლობების გამოვლენისათვის და ეს შანსი უნდა გამოიყენოს მან. – ანჩელოტის ნათქვამს ციტირებს ინგლისური გამოცემა Sky Sports-ი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეშლი კოულმა ტრავმა ევერტონთან მატჩში მიიღო და წინასწარი ვარაუდით მას 3 თვე მოუწევს იძულებით დასვენება.
|