”ინტერის” იტალიელმა მცველმა ანდრეა რანოკიამ მილანური დერბის შემდეგ ინტერის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც უშუალოდ მატჩზე ისაუბრა. ანდრეა, რამდენადაც ვიცი თქვენ მუხლთან პრობლომები გქონდათ, როგორ მოახერხეთ, კვირას თამაში "მილანის" წინააღმდეგ.? მიუხედავათ, მუხლთან დაკავშირებული პრობლემებისა, მე მაინც შევძელი მეთამაშა კვირა საღამოს. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, რომლის დახმარებითაც შესაძლებლობა მომეცა მეთამაშა დერბი. ჩვენ ამ მატჩისთვის მზად ვიყავით. თქვენ ყვითელი ბარათების დაგროვებისა და გამო მოგიწევთ, შემდეგი მატჩის გამოტოვება. რას იტყვით ბეილზე რომლის წინააღმდეგაც სულ მალე მოგიწევთ თამაში? მიმდინარეობს სწრაფი აღდგენითი პროცესი, ახლა მე ჩემს მთელ ყურადღებას ვუთმობ ჩემ ფიზიკურ მდგომარეობას. ხოლო ტოტენჰემზე ვიფიქრებ მაშინ როდესაც ამის დრო მოვა. რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა დატოვა მილანურმა დერბმა პირადად თქვენზე? დადებითი, მიუხედავათ იმისა რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება დერბიში. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო. ნორვეგიელი ფორვარდის ჯონ კარეუს ტრანსფერი არ შედგა, რას გვეტყვით? მე არაფრის თქმა არ შემიძლია, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მე შემიძლია მხოლოდ იმის თქმა რომ გუნდმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს რადგან სასურველ შედეგს მიაღწიოს. ინტერს ყავს ტომაზო როკი რომელსაც შეუძლია გოლის გატანა, მის გარდა კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჩვენი დახმარება შეუძლიათ. თქვენი მიზანი არის მოხვდეთ ჩემპიონთა ლიგაზე... დიახ, ჩვენი მთავარი მიზანი არის სამეულში შესვლა, რაც ადვილი არ იქნება. თუმცა ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. დიეგო მილიტოს დაზიანებაზე რას გვეტყვით? მე ძალიან ვწუხვარ, დიეგო არ არის რიგითი მოთამაშე ინტერისთვის. თუმცა ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მის შეცვლას შეძლებენ.
|