ინტერის ახალგაზრდა მცველმა ანდრეა რანოკიამ ისაუბრა ინტერის შესახებ და შეეხო მომავალ მატჩის თემასაც რომელიც ოთხშაბათ გაიმართება:
პირველ რიგში თავს როგორ გრძნობთ?
ჩემი ტრამვა სერიოზული არაა პატარა ტკივილი ვიგრძენი და მწვრთნელმა ნება მომცა 1 დღე დამესვენა, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვემზადები ოთხშაბათისთვის.
სამწუხაროდ ინტერმა დაკარგა კიდევ 2 მოთამაშე გარგანო და ნაგატომო, რას იტყვით ამის შესახებ, მემგონი ინტერის კიდევ ერთი მთავარი პრობლემა დიდი უიღბლობა ამ სეზონში?
მართალია წელს საშინლად არ გვიმართლებდა, ტრამვების მხრივ საკმაოდ დიდი პრობლემები გვაქვს, მაგრამ მთავარია მინიმუმ 11 მოთამაშე კიდევ ვართ და ოთხშაბათისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით.
ალბათ არსებობს რაღაც მიზეზი, ამდენი ტრამვირებული ასე ხშირად ძალიან უცნაურია..
არვიცი, პირადად მეც მქონდა რამოდენიმეჯერ ტრამვა, მაგრამ არა სერიოზული..
რას იტყვით, ანდრეა სტრამაჩიონის შესახებ, ასევე მსაჯების შეცდომებზე?
სტრამაჩიონი ყოველთვის ყველაფერს აკეთებს რათა უკეთ გამოიყურებოდეს გუნდი, მსაჯები? მათი შეცდომები აშკარაა, მაგრამ ჩვენ უნდა ბოლომდე ვიბრძოლოთ და ამის გამო არ უნდა გავტყდეთ.
თქვენ შეიძლება დარჩეთ ევროპის ლიგის მიღმაც, ეს უკეთესია მომავალ სეზონში თქვენ მთლიანად გადაერთვებით სერია-ა-ზე?
არა მე ასე არ ვფიქრობ, ჩვენ ძალიან გვინდა მოვიპოვოთ ”ევროპის ლიგის” საგზური და მზად ვართ ვითამაშოთ, სამივე ჩემპიონატზე, ისე, როგორც ამას ამ სეზონში ვაკეთებდით.
ოთხშაბათს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ინტერისთვის და მისი გულშემატკივრისთვის, ფიქრობთ სტადიონი შეივსება?
ეს ძალიან დიდი თამაში იქნება ორივე მხარე დაიხარჯება ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი გულშემატკივარი მოვა და მხარს დაგვიჭერს. ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, იმედია სასურველ შედეგს მივაღწევთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის.