"პარმასთან" მოგებული მატჩის შემდეგ "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, ჟურნალისტებმა მას ჩვეულ უამრავი კითხვა დაუსვეს, საკმაოდ საინტერესო გამოდგა მათი და სტრამას საუბარი. შეგახსენებთ რომ დღეს თბილისის დროით 14:30 წუთზე გაიმართა "ინტერისა" და "პარმას" დაპირისპირება, მატჩში ერთადერთი გოლი 35 წლის ახალწვეულმა ტომაზო როკიმ გაიტანა მისთვის ეს ინტერულ კარიერაში მეორე ხოლო სერია ა-ში 101 გოლი იყო.
"ეს გამარჯვება ბევრს ნიშნავს, რამეთუ უკვე მიჯრით რამდენჯერმე დავმარცხდით, ამ გამარჯვებით კი ვიმედოვნებ ბიჭებო მომდევნო თამაშებში კიდევ უფრო მოტივირებულნი გამოვლენ მოედანზე. მადლობა პრეზიდენტს და სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ ჩვენ გვერდში არიან. მე ვთვლი რომ "ნერაძურიმ" პირველი ტაიმი კარგად ითამაშა, ჩვენ ვიცოდით რომ რთული იქნებოდა მათ წინააღმდეგ თამაში და ამიტომ სიფრთხილე გვმართებდა, შესაძლებელი იყო უყურადღებობის გამო დავსჯილიყავით. საბედნიეროდ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა. "შავ-ლურჯი" ფერები ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ჩემს მიმართ კრიტიკა ბევრს არაფერს, პრეზიდენტი მენდობა".
ცალკეულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა სტრამაჩონიმ: "რაც შეეხება სკელოტოს, დღეს ის უბედური იყო. მან რამდენჯერმე მიიღო ფეხში დარტყმა და სწორედ ამიტომ ვერ ჩაერთო თამაშში ისე როგორც მას ჩვევია. ჯონათანი? მას უამრავი ადამიანი აკრიტიკებდა და აკრიტიკებს კიდევაც, თუმცაღა დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ რომ მას ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება, ბოლო თამაშებია ჯონათანი შესანიშნავად გამოიყურება, ვნახოთ რა იქნება მომავალში".
"ახლა ჩვენი აზრები მხოლოდ "პალერმოს" უკავშირდება, მოახლოებულ მნიშვნელოვან მატჩს, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და განვაგრძოთ წარმატებული სერია".
"მეორე ტაიმში პარმამ პრობლემები შეგვიქმნა, განსაკუთრებით კი ეს ითქმის ბიაბიანიზე, რომელიც სულ მუდამ გოლის გატანას ცდილობდა და მხოლოდ შეტევაზე იყო ორიენტირებული. სკელოტოს ჰქონდა რეალური შანსი გოლი გაეტანა მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. მე ამაყი ვარ რომ დღეს "ინტერის" სათავეში ვარ და გუნდს ვეხმარები, მანამ სანამ ამის შესაძლებლობა მექნება გპირდებით ძალ-ღონეს არ დავიშურებ გუნდის დასახმარებლად".
პროტესტი ბრანკას მისამართით? "გულშემატკივარი რასაც ფიქრობს იმას გამოხატავს. მე აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და თავს უბედნიერესად ვგძნობ. მე ფეხბურთელებს ვუთხარი რომ სწორედ გულშემატკივრის საპატივცემულოდ უნდა გავიდეთ და გამარჯვება მოვიპოვოთ".