მილანის ინტერის მთავარმა მწვრთვნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ "პესკარასთან" (2:0) იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩზე ისაუბრა. "ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გამარჯვების გზას დავუბრუნდით და დადებითი ბალანსი აღვადგინეთ.
"პესკარა" მთელი მატჩის განმავლობაში ფრთხილობდა, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით რეალიზებული მომენტები აშკარად გავაუმჯობესეთ.
სეზონის დაწყების შემდეგ ახალგაზრდულ გუნდთან ბევრს ვმუშაობდით. ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ 18 წლის მარკო ბენასი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მან კარგი მატჩი ჩაატარა.
რატომ იყო კასანო ასეთი გაბრაზებული, როცა შევცვალე? ალბათ იმედგაცრუებული იყო, რომ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა, არადა მას ამის შანსი ჰქონდა.
მისი ეს საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ კასანო "ინტერის" ღირსებაზე ზრუნავს", - თქვა სტრამაჩონიმ.
|