”ინტერის” მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი, დიეგო მილიტოს დაზიანებამ იძულებული გახადა სამუდამოდ დაევიწყებინა 4-3-3 ტაქტიკა და გადასულიყო 4-3-1-2. ამ სქემით ინტერის შეტევის ხაზი შედარებით მოკრძალებული იქნება. უშუალოდ ფიორესთან სავარაუდოდ ანდრეა ჟუან ჟესუს და ძანეტის ორივეს ათამაშებს, რომლებმაც ევროპის ლიგის მატჩი გამოტოვეს. კოვაჩიჩმა მწვრთნელის ნდობა საბოლოოდ დაიმსახურა და ის ხვალ სასტარტოში უნდა ვნახოთ სავარაუდოდ. რაც შეეხება ნახევარდაცვას აქ კუზმანოვიჩი და გარგანო გაირჯებიან, გარგანო რომელიც ბოლო თამაშებში ტიფოზების მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით კიევოს წინააღმდეგ სადაც ურუგვაელს რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა. ფრედი გუარინი შეეცდება რაც შეიძლება გაამწვავოს შეტევა პალასიოსთან და ანტონიო კასანოსთან ერთად. საერთო ჯამში კი :ჰანდანოვიჩ, ძანეტი, რანოკია, ჟუან, ნაგატომო, კოვაჩიჩ, გარგანო, კუზმანოვიჩ, გუარინ, პალასიო, კასანო.
|