"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმაანდრეა სტრამაჩონიმ განაცხადა, რომ იტალიური კლუბი ამ დროისთვის ნახევარმცველ ვესლისნეიდერის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დიდი ალბათობით, მილანს დატოვებს.
"არასდროს ვმალავდი, რაოდენ ვაფასებ ვესლის. ის მუდმივად თამაშობდა, სანამ ტრავმას მიიღებდა.
შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, "ინტერში" ცვლილებები მოხდა. არ შეცვლილა ჩვენი კლუბი, მაგრამ სახე იცვალა ჩვენმა თამაშმა.
ჩვენ სნეიდერის შემცვლელის ძიებაში ვართ. ადვილი არაა მისი დონის ფეხბურთელის ნახვა. როგორც წესი, კლუბები ასეთი მოთამაშეების გაშვებისგან თავს იკავებენ.
ასეა თუ ისე, კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე იმუშავებს ამ საკითხზე. ასეთ ვითარებაში აუცილებელია ცივი გონებით ვიმოქმედოთ", - აღნიშნა სტრამაჩონიმ.
შეგახსენებთ, რომ "გალათასარაის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სნეიდერი თურქულ კლუბში გადასვლას უკვე დათანხმდა.
am sastavit meti ra qnas am kacmaa dzma me amas ar vadanashauleb arafershi roca sastavi yavda ki ici reebic qna da exla dagverxa imitom rom naxevr gundi agar gvyavs