ოთხშაბათი, 01.05.2024, 15:56
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » იანვარი » 22 » ანდრეა სტრამაჩონი: "რომასთან" ფრე სამართლიანი შედეგია
13:36
ანდრეა სტრამაჩონი: "რომასთან" ფრე სამართლიანი შედეგია

სტრამაჩონი:

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონიკმაყოფილი დარჩა თავისი შეგირდების თამაშით "რომას" წინააღმდეგ. 

იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ინტერი" დედაქალაქს სტუმრობდა. ფრანჩესკო ტოტის გარჯის წყალობით, "რომამ" ანგარიშში წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს როდრიო პალასიომ წონასწორობა აღადგინა. 

39 ქულით "ინტერი" სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს, ლიდერ "იუვენტუსს" კი უკვე 9 ქულით ჩამორჩება.


"საკუთარ კედლებში "რომა" ყოველთვის საშიში მეტოქეა. განსაკუთრებით კი, მაღალი კლასის მოთამაშეებითა და გამოცდილი მწვრთნელის ხელში.

მასპინძლებმა საკმაოდ მძლავრად დაიწყეს თამაში და პირველ 20 წუთში მაგარ წნეხში მოგვაქციეს. თუმცა შესვენების შემდეგ ჩემი გუნდის თამაში მომეწონა და ამრიგად, ფრეს სამართლიან შედეგად მივიჩნევ",
 - აქვეყნებს სტრამაჩონის ნათქვამს Football-Italia.

"ინტერის" დამრიგებელმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე მოულოდნელი ცვლილება განახორციელა - ნდობა ახალგაზრდა ფორვარდ მარკო ლივაიას გამოუცხადა, გამოცდილი ესტებან კამბიასო კი სათადარიგოთა სკამზე დასვა.

"სათამაშო სქემა ორი ცენტრალური ნახევარმცველით ავირჩიე, რომლებსაც დიდი სამუშაოს შესრულება დაევალებოდათ. ამით მსურდა, "რომას" მრისხანე ნახევარდაცვა გადამეწონა.

კამბიასო "ინტერისთვის" უაღრესად საჭირო მოთამაშეა, მაგრამ ამ მატჩში განსაკუთრებული გეგმა მქონდა.

რაც შეეხება ლივაიას, მან ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ის ახლოს იყო ულამაზესი გოლის გატანასთანაც, თუმცა ძელს მოარტყა",
 - თქვა 37 წლის სპეციალისტმა.

სტრამაჩონი "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელის, ვესლი სნეიდერის "გალათასარაიში" გადასვლის შესახებ ცნობასაც გამოეხმაურა. 

"ეს ძალიან კარგი ამბავია "ინტერისთვისაც" და სნეიდერისთვისაც. მიხარია, რომ ეს საპნის ოპერა დასრულდა", - დასძინა "ინტერის" თავკაცმა.

სერია A-ს მომდევნო ტურში "ინტერი" შინ "ტორინოს" მიიღებს.
ნანახია: 580 | დაამატა: guarini | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 inter  
0
lol samartliani preti shen skudetos ver moigeb siro

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter