23 იანვარს "რომამ" საკუთარ არენაზე იტალიის თასის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში მილანის "ინტერის" 2:1 დამარცხება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში სამივე გოლი პირველ 45 წუთში გავიდა.
მასპინძელთაგან გატანილი გოლებითალესანდრო ფლორენცი და მატია დესტრო გამოირჩნენ, მილანელთაგან კი ერთადერთი გოლი როდრიგო პალასიომ შეაგდო.
შეხვედრის შემდეგ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმკომენტარი გააკეთა:
"ქებას იმსახურებს "რომა" პირველ ნახევარში ნაჩვენები თამაშის გამო, მაგრამ მომეწონა ჩემი გუნდის გარჯა მეორე ტაიმში და ვფიქრობ, საპასუხო შეხვედრაში სასურველი შედეგის მიღწევის შანსი გვექნება.
"სან-სიროზე" მთელი 90 წუთის განმავლობაში მედგრად ვიბრძოლებთ.
მთლიანობაში, ჩემი შეგირდების შრომით კმაყოფილი ვარ. ახლოს ვიყავით ანგარიშის გათანაბრებასთან", - აქვეყნებს სტრამაჩონის ნათქვამს Football Italia.
"რომასა" და "ინტერს" შორის საპასუხო შეხვედრა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მილანში, "სან-სიროზე" გაიმართება.