იტალიური "პარმას" მცველმა, ლუკა ანტონელიმ ერთობ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელიც ამ ზაფხულს, მისი "ინტერში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას ეხება და აღნიშნა, რომ დიდი შანსია "ნერაძურისთან" მოლაპარაკებები უკვე იანვარში განახლდეს. "სიმართლე გითხრათ, თავი უკვე "ინტერის" ფეხბურთელი მეგონა, როცა ჩემი აგენტი მოვიდა და მითხრა, რომ "პარმაში" ვრჩებოდი. არ ვიცი რა მოხდა და ძალიან არც დავინტერესებულვარ, ვიცი რომ ჩემი ახლანდელი კლუბიდან პრობლემა არ ყოფილა, ხოლო თუ "ნერაძურის" ჩემი გადაბირება არ სურდა, მაშინ არც მე ვიქნებოდი ბედნიერი, "სან-სიროზე" რომ გადავსულიყავი".
"სხვა საქმეა ის, რომ "ინტერი" მსოფლიო დონის გრანდია და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. არ უარვყობ, რომ მის რიგებში თამაში მსურდა, მაგრამ "პარმაში" გარანტირებული სათამაშო დრო მაქვს და ვიცი, რომ "ინტერში" ეს შეუძლებელი იქნებოდა. ისე კი არ გამოვრიცხავ, რომ იტალიის ჩემპიონებთან მოლაპარაკებები იანვარში გავაგრძელო", - ამბობს ანტონელი.
|