ორშაბათი, 30.12.2024, 20:49
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » თებერვალი » 5 » ანტონიო კასანო:“ახალგაზრდობაში ბალოტელიზე ცუდად ვიქცეოდი“
17:08
ანტონიო კასანო:“ახალგაზრდობაში ბალოტელიზე ცუდად ვიქცეოდი“

იტალიის თასი.
„ინტერის" ფორვარდმა ანტონიო კასანომ აღიარა, რომ ახალგაზრდობაში ბალოტელიზე ცუდად იქცეოდა.

„მე და ბალოტელის მსგავსი კარიერა გვაქვს? აქ ერთი განსხვავებაა- მას, სავარაუდოდ, უყვარს ჟურნალების გარეკანზე მოხვედრა, მე კი – არა. თუმცა მე უფრო ცუდად ვიქცეოდი ახალგაზრდობაში: ვაცდენდი ვარჯიშებს, მანქანით შევდიოდი გაზონზე, რას აღარ ვაკეთებდი.

მარიო – შესანიშნავი ბიჭია, მას კარგად ვიცნობ. მასთან შედარებით ისეთ „ნომრებს" ვასრულებდი, რის შედეგადაც 5 გუნდიდან გამომაგდეს – წარმოიდგინეთ რა უნდა გააკეთო რომ ეს დაიმსახურო." – ციტირებს მის სიტყვებს „ინტერის" ოფიციალური საიტი.

კასანომ ასევე გამოთქვა თავისი აზრი „ინტერის" ახალწვეულზე – მატეო კოვაჩიჩზე.

„მე ვნახე პირველ ვარჯიშზე. მას დიდი შესაძლებლობები გააჩნია. გუნდმა ჭკვიანურად დახარჯა საკმაო თანხა მის შესაძენად. ის „ინტერში" 10 წელს მაინც ითამაშებს და დიდებული ფეხბურთელი იქნება. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული."


ნანახია: 659 | დაამატა: guarini | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 wesleysneijder  
0
kovacici martla jkai shenadzenia vetanxmebi cassos

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter