ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ჟოზე მოურინიომ "Sky Sport"-თან შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ვარ, კარიერაში მსგავსი სიხარული ჯერ არ განმიცდია. ნოუ კამპზე ერთ საათზე მეტი 10 კაცით ვითამაშეთ და ისე გავიმარჯვეთ - ბიჭები გმირები არიან. ჩვენ 38 წლის შემდეგ ისევ ფინალში ვართ. არ მაინტერესებს დამწუხრებული ხალხის მოსაზრება, ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ამით ვამაყობ. ხვალიდან კი უკვე ლაციოსთან თამაშზე ვიფიქრებთ. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ წინ კიდევ ბევრი ფინალი გვექნება სეზონის ბოლომდე."
|