მილანის "ინტერის" ახალგაზრდა თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი უახლოეს მომავალში აპენინის ნახევარკუნძულს დატოვებს და უკან, ჰოლანდიაში დაბრუნდება, ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა Voetbal International იტყობინება. შეგახსენებთ, რომ არნაუტოვიჩი "ტვენტეს" საკუთრებაა და "ნერაძურიში" განათხოვრებული გახლდათ, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ჟოზე მაურინიომაც მისი გამოსყიდვისგან თავი შეიკავა.