მილანის ინტერის ფორვარდს სამუელ ეტო'ოს სჯერა რომ მისი კლუბი კვლავ განაგრძობს წარმატებულ სვლას მომავალში. კამერუნელს არ აშინებს ის ფაქტი, რომ წელს "ნერიაძურის" კონკურენტები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე გასულ სეზონში. "ახლა კალჩოში ყველა მილანსა და იუვენტუსზე საუბრობს, რადგანაც ამ ორმა კლუბმა ჩვენზე მეტად იაქტიურა სატრანსფერო ფანჯრის დროს, თუმცა მხოლოდ ფეხბურთელების ყიდვა არ არის საკმარისი, უმთავრესი ხომ შედეგია."-აცხადებს აფრიკელი Sky Sport 24-თან საუბარში.
" იტალიაში მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ არც არავისი მეშინია, მთლიანად ინტერია ასეთი. სისუელელა იმაზე საუბარი, რომ ჩვენი დრო წავიდა. წინ გრძელი და მომქანცველი სეზონია და ვინ იქნება პირველი ბოლოს, ახლა არავინ იცის."
|