იტალიელმა რამოდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებდა დიდ ფეხბურთში დაბრუნებას მწვრთნელის რანგში, თუმცა ვის ჩაიბარებდა კონკრეტულად არ უთქვამს.
ინტერს რაც შეეხება, ჯერჯერობით ბაჯო გამორიცხავს მილანელებთან ყოველგვარ კავშირს:
ამის შესახებ არაფერი მსმენია. ვიცი რომ მილანელები მოურინიოს შემცვლელს ეძებენ, მაგრამ ჩემთან ამაზე საუბარი არ ყოფილა. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება".-განაცხადა ბაჯომ.
როგორც ფეხბურთელისთვის ბაჯოსთვის არ არის უცხო ინტერი. 1998-2000 წლებში იგი სწორედ შავ-ლურჯების ღირსებას იცავდა. რამდენად წარმატებული მწვრთენლი იქნება 90-იანების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ძნელი სათქმელია.