ინტერის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ მუხლის ტრავმა მიიღო და "კატანიასთან" გასვლით მატჩს გამოტოვებს, ამის შესახებ goal.com იტყობინება. ფეხბურთელი უკანასკნელ ვარჯიშზე დაშავდა და ექიმების განცხადებით, უქმობა შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი. გარდა ამისა, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი შანსია ბალოტელის "ჩელსისთან" მომავალ კვირაში გასამართი მატჩის გამოტოვებაც მოუწიოს. გუნდის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
|