La Gazzetta dello Sport–ის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა გუშინ მილანში მარიო ბალოტელის აგენტს და ინტერის წარმომადგენლებს შეხვდა. ამავე გამოცემის თანახმად, შეხვედრაზე თითქმის გადაწყდა, რომ ნერაძური ბალოტელის გაშვებაზე თანახმაა და იუნაიტედი მას 5 წლის ვადით გადაიბირებს.
აქვს აღსანიშნავია, რომ მანჩესტერი ახალგაზრდა თავდამსხმელში დაახლოებით 35 მლნ ევროს გადახდას აპირებს, მაშინ როცა, იტალიელებმა შესაძლოა ამ თანხის კიდევ ხუთი მილიონით გაზრდა მოინდომონ. წამყვანი აპენინური სპორტული წყაროს ინფორმაციით, კლუბებს შორის ერთადერთი უთანხმოების მიზეზი სწორედ ეს საკითხია.
|