როგორც პოპულარული იტალიური გამოცემა Sky Sport Italia იტყობინება, მარიო ბალოტელი "პალერმოსთან" თამაშს ვერ მოახერხებს. მიმდინარე კვირას ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც სუპერმარიო "ინტერის" განაცხადში ვერ ხვდება. როგორც მილანელი მედიკოსები აცხადებენ, იტალიელ ფორვარდს მუხლის ტრავმა აწუხებს და მისი იგნორირება სწორედ ამით არის გამოწვეული.
ბალოტელიმ ამ კვირის ყველა ვარჯიში გამოტოვა, იგი სატრენაჟორო დარბაზში განაგრძობს გამოსაჯნამრთელებელ კურსებს. საბედნიეროდ მარიოს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, იგი ექიმთან ბოლო კონსულტაციას ორშაბათს გაივლის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, განელ–იტალიელი ვუნდერკინდი სერია A-ს 30–ე ტურის შემხვედრაში მონაწილეობას აუცილბლად მიიღებს.
|