მილანის ინტერის ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ კრიშტიანო რონალდუს განუცხადა, რომ იგი მასზე დიდი ფეხბურთელი დადგება. ისინი ერთმანეთს გასულ წელს შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დაპირისპირებაში. რონალდუს მანჩესტერმა დაამარცხა ბალოტელის ინტერი და შემდეგ ეტაპზე გავიდა. სწორედ იმ თამაშში უთხრა ბალოტელიმ პორტუგალიელს: "მე შენზე ძლიერი ფეხბურთელი ვიქნები." ამჟამად შავ-ლურჯთა 19 წლის ფორვარდს კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს ჟოზე მოურინიოსთან. პორტუგალიელი ტაქტიკოსი მკაცრად აკრიტიკებს ბალოტელის მისი ხასიათის გამო რაც მისი განცხადებით თამაშზეც ისახება. "მე და მოურინიო ხშირად ვკამათობთ, მაგრამ მე მას ვუყვარვარ."-იხუმრა ბალოტელიმ.