გუშინ სერია ა-ში ძლიერი ყინვის გამო გადადებული მატჩი პარმასა და ინტერს შორის გაიმართა მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. გოლები კი 55-ე წუთზე ვალერი ბოჟინოვმა და მე-60 წუთზე მარიო ბალოტელიმ გაიტანეს. ხოდა ეს უკანასკნელი წუხელ მატჩის შემდგომ ინტერვიუზე წარსდგა ჟურნალისტების წინაშე და ხსენებულ მატჩზე ისაუბრა.
_ გუშინდელი მატჩი არაფერს წყვეტდა ჩვენ მატჩამდე 8 ქულით ვუსწრებდით მეორე ადგილოსან რომას და კიდევ ერთი მატჩი რეზერვში გვქონდა, მაგრამ გუშინდელმა მანტჩმა ნათლად გამოაჩინა ის ფაქტი, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მომდევნო მატჩში ჩვენ ისევ სტუმრად გავდივართ ნაპოლისთან,როგორც მოგეხსენებათ ნაპოლის საკუთარ სტადიონზე წაგება არ აქვს და აქედან გამომდინარე ეს მატჩი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ როგორც მოგახსენეთ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. _განაცხადა მარიო ბალოტელიმ.
|