ინტერი ახალი გარიგებისთვის ემზადება
გავრცელებული ინფორმაციით უახლოეს ხანებში მილანის ინტერმა შესაძლოა კვლავ გააძლიეროს თავისი შეტევის ხაზი. ამჯერად საუბარია რომაელ ჟულიო ბაპტისტაზე. La Corriere Dello Sport -ი იუწყება, რომ მოლაპარაკებები ორ კლუბ შორის უკვე დაწყებულია. ჟოზე მოურინიო მხეცს უესლი სნეიდერის ალტერნატივად განიხილივას, რომელსაც ხშირად აქვს ტრავმები მიმდინარე წელს. ამ საქმეს ისიც უწყობს ხელს, რომ თავად ბაპტისტაც თანახმაა მოირგოს იტალიის ჩემპიონის მაისური.
თავდაპირველად ინტერს ბრაზილიელი ფეხბურთელის არენდით აყვანა უნდოდა, მაგრამ რომასგან ნერიაძურიმ კატეგორიული უარი მიიღო, ახლა კი მილანელები ცდილობენ ფეხბურთელი იყიდონ.
|