ლუსიო: ბაიერნთან შეხვედრაზე ჯერ არ ვფიქრობ
სნეიდერი: ჩანაფიქრი შევასრულეთ და ფინალში გავედით
ეტოო: მეგონა ეს მატჩი არასდროს დასრულდებოდა
მოტა მისი მოედნიდან გაძევების შესახებ საუბრობს
მაიკონი: ძალა არ დაგვიზოგავს და ბოლომდე ვიბრძოლეთ
კამბიასო: ბარსელონამ გოლი თამაშგარედან გაიტანა
ლუსიო: ბაიერნთან შეხვედრაზე ჯერ არ ვფიქრობ
ინტერის მცველ ლუსიოს ფინალში ყოფილ გუნდ ბაიერნთან დაპირისპირება მოუწევს ფინალში ბაიარნთან თამაში? ჯერ ამაზე არ ვფიქრობ.ეხლა მხოლოდ ბარსელონასთან გამარჯვებით ვტკბები და იმაზე ვფიქრობ,რომ ჩვენ ჩვენი ნამდვილი ძალა ვაჩვენეთ.
ჩვენ შეგვიძლია ყველა ტურნირის მოგება სადაც კი ამ სეზონში ვასპარეზობთ.იმედი მაქვს ღმერთი დაგვეხმარება ამის მიღწევაში.
სნეიდერი: ჩანაფიქრი შევასრულეთ და ფინალში გავედით'
სნეიდერის კომენტარი "ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ.მატჩის უდიდესი ნაწილი ათივე ფეხბურთელმა დაცვაში გავატარეთ.ჩვენ მოედნის ყველა მონაკვეთზე და ყველა ბურთისთვის ვიბრძოდით.სწორედ ამაზე შევთანხმდით მატჩის დაწყებამდე.შევასრულეთ ჩანაფიქრი და გავედით ფინალში.
ეტოო: მეგონა ეს მატჩი არასდროს დასრულდებოდა
სამუელ ეტოომ მატჩის დასრულების შემდეგ თავის ემოციაზე ისაუბრა ძალიან მძიმე და დაუსრულებელი მატჩი იყო.მეგონა არსდროს დასრულდებოდა. ჩვენ დროის ყველა მონაკვეთში ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებია ბარსელონას დასამარცხებლად.
მოტა მისი მოედნიდან გაძევების შესახებ საუბრობს
მილანის ინტერის ნახევარმცველი ტიაგო მოტა მისი მოედნიდან გაძევების შესახებ საუბრობს,მან მეორე ყვითელი ბუსკეტსისათვის სახეში ხელის ჩარტყმის გამო მიიღო,თუმცა ტიაგო აცხადებს რომ სერხიომ ეს ეპიზოდი უბრალოდ გააფორმა "მე ბურთს ვუყურებდი და ვცდილობდი მის დამორჩილებას,მოწინააღმდეგისათვის ყურადღება არ მიმიქცევია.დიახ მე მოვარტყი ხელი ბუსკეტს სახეში,მაგრამ ეს განზრახ არ გამიკეთებია და არც ეს დარტყმა ყოფილა ძლიერი.მან ტკივილი გამოიგონა და მან ეს პირველად არ გააკეთა.
მაიკონი: ძალა არ დაგვიზოგავს და ბოლომდე ვიბრძოლეთ
ინტერის მცველი დუგლას მაიკონი ბედნიერია გუნდის ფინალში გასვლით "ეს გამარჯვება რთული მისაღწევი იყო.ვიცოდით რომ გზა ფინალისაკენ რთული გასავლელი იქნებოდა.მოტას გაგდების შემდეგ ძალა არ დაგვიზოგავს და ბოლომდე ვიბრძოლეთ.
კამბიასო: ბარსელონამ გოლი თამაშგარედან გაიტანა
ინტერის" ნახევრამცველმა ესტებან კამბიასომ მატჩის დასრლების შემდეგ განაცხადა; "ინტერი" შესანიშნავად გამოიყურებოდა,"ბარსელონამ" გოლი ჩემი აზრით თამაშგარედან გაიტანა.ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი პრეზიდენტით,რომელმაც ბევრი გააკეთა იმისათვის რომ ფინალში გვეთამასა.ეხლა ჩვენი ყველა ფიქრო და ოცნება "სანტიაგო ბერნაბეუსკენაა" მიმართული."
|