დღეს საღამოს, ბარსელონაში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება. ერთმანეთის პირისპირ, ადგილობრივი ბარსელონა და მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო კლუბი, მილანის ინტერი წარსდგებიან. მიმდინარე შეხვედრას, ძალიან დიდი ინტრიგა და დაძაბულობა ახლავს თან, ასე რომ გულშემატკივარს ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა ელის წინ.
გუნდები: ბარსელონა (ბარსელონა) – ინტერი (მილანი)
ადგილი: ბარსელონა, კამპ ნოუ
დრო: ოთხშაბათი, 2010 წლის 28 აპრილი, 23:45
ისტორიული შეხვედრა
ხვალ საღამოს, ბარსელონაში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება. ერთმანეთის პირისპირ, ადგილობრივი ბარსელონა და მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო კლუბი, მილანის ინტერი წარსდგებიან. მიმდინარე შეხვედრას, ძალიან დიდი ინტრიგა და დაძაბულობა ახლავს თან, ასე რომ გულშემატკივარს ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა ელის წინ.
ამჟამად, მილანის ინტერი სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარს 2 ქულით მოიტოვებს. აი, რაც შეეხება კატალონიის ბარსელონას, ესპანელები საკუთარ ჩემპიონატში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან და მადრიდის რეალს მინიმალური სხვაობით მოიტოვებენ. ასე, რომ ერთმანეთის პირისპირ, ესპანეთისა და იტალიის საუკეთესო კლუბები წარსდგებიან.
მიმდინარე წელს, ნერაძურა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს. ამ მოსაზრებას ისიც მშვენივრად მოწმობს, რომ ამჟამად მილანელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე იმყოფებიან. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაურინიოს შეგირდებმა, 1/8 ფინალში, ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ძლევამოსილი კლუბი, ლონდონის ჩელსი გამოთიშეს აპსარეზობას.
ჩემპიონთა ლიგის ზონაში, ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შემდეგ, მიმდინარე წელსაც არავინ მიიჩნევდა ინტერს ფავორიტად, მაგრამ მაურინიოს ბიჭებმა ყველას ერთხმად დაუმტკიცეს, რომ ნერაძურას იტალიის ჩემპიონატის გარდა, სხვა პრესტიჟულ ტურირებზეც ძალუძს წარმატების მიღწევა.
ბოლოს, ბარსელონამ – მილანში, სწორედ ინტერის წინააღმდეგ იასპარეზა და 40 წლიანი პაუზის შემდეგ, 3–1 დამარცხდა. მართალია, გასულ შეხვედრაში ფავორიტად კატალონიელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ იტალიელებმა მეტოქე უდიდესი მონდომების ხარჯზე, მაინც დაამარცხეს.
მესი…
ბლაუგრანას” წარმატების საიდუმლო, მეტწილად ერთ ფეხბურთელშია, რომელსაც ლიონელ მესი ჰქვია… ჩემპიონთა ლიგის, 1/2 ფინალურ ეტაპზე, კატალონიელთა გამოსვლა, სწორედ არგენტინელი ვუნდერკინდის დამსახურებაა, რომელმაც 1/4 ფინალში, ლონდონის არსენალს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა.
ეს არგენტინელი ფეხბურთელი, ძალიან სწრაფი, ტექნიკური და უბრალოდ, არაამქვეყნიურად გასაოცარია. მისი თამაში ყველას ხიბლავს, მის წინაშე ყველა ქედს იხრის…
გასული ხუთი მატჩის შედეგი (ბარსელონა)
24 აპრილი V ხერესი, მოგება 3–1 (ლა ლიგა)
21 აპრილი V ინტერი, წაგება 1–3 (ჩემპიონთა ლიგა)
17 აპრილი V ესპანიოლი, ფრე 0–0 (ლა ლიგა)
14 აპრილი V დეპორტივო, მოგება 3–0 (ლა ლიგა)
10 აპრილი V რეალი, მოგება 0–2 (ლა ლიგა)
გასული ხუთი მატჩის შდეგი (ინტერი)
24 აპრილი V ატალანტა, მოგება 3–1 (სერია A)
21 აპრილი V ბარსელონა, მოგება 3–1 (ჩემპიონთა ლიგა)
16 აპრილი V იუვენტუსი, მოგება 2–0 (სერია A)
13 აპრილი V ფიორენტინა, მოგება 1–0 (კოპა იტალია)
10 აპრილი V ფიორენტინა, ფრე 2–2 (სერია A)
სიახლეები (ბარსელონა)
დღევანდელ შეხვედრას, ტრავმის გამო ანდრეს ინიესტა გამოტოვებს. ამის გამო, პეპ გუარდიოლამ, "ბარსა ატლეტიკიდან” ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რუბენ მინო (მეკარე) და ანდრეუ ფონტასი (მცველი) გამოიძახა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დამდეგ მატჩს, დისკვალიფიკაციის გამო კარლეს პუიოლიც გამოტოვებს, ასე რომ "ბლაუგრანას” პრობლემები ცხადზე ცხადია…
სავარაუდო შემადგენლობა (4–3–3) – ვიქტორ ვალდესი, დანიელ ალვეში, ხერარდ პიკე, გაბრიელ მილიტო, მაქსველი, ია ია ტურე, ხავი ერნანდესი, სერხიო ბუსკეცი, ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პედრო როდრიგესი.
სიახლეები (ინტერი)
კატალონიელთა მსგავსად, შემადგენლობის მხრივ მაურინიოს გუნდსაც საკადრო პრობლემები დაუგროვდა. ტრავმის გამო, დამდეგ მატჩს, დავიდე სანტონი და ფრანჩესკო ტოლდო გამოტოვებენ. ასევე, დიდი შანსია, დღევანდელი მატჩი უესლის ნეიდერმაც გამოტოვოს, რომელმაც ტრავმა "ატალანტასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო.
სავარაუდო შემადგენლობა (4–2–3–1) – ჟულიო სეზარი, ლუსიო, ვალტერ სამუელი, დუგლას მაიკონი, კრისტიან კივუ, ხავიერ ძანეტი, ესტებან კამბიასო, გორან პანდევი, უესლი სნეიდერი, დიეგო მილიტო, სამუელ ეტო’ო.
ბარსა თუ ინტერი? (ექსპერტთა აზრი)
მოჰამედ აავადი (არაბეთი) – დღეს საღამოს, ერთმანეთის წინაშე ორი ევროპული გრანდი წარსდგება. მათგან საუკეთესოს ამორჩევა ძალიან რთულია… ამის მიუხედავად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კატალონიელები უფრო შედეგიან და ლამაზ ფეხბურთს სთავაზობენ პუბლიკას, აი მილანელები კი შედეგზე გათვლილ თამაშს უჩვენებენ გულშემატკივარს, რაც დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე პოპულარულია.”
ბარსელონას მთავარი პლიუსი და საერთოდ, ამ გუნდის მამოძრავებელი ძალა, ძლიერი ნახევარდაცვის ხაზია. გუარდიოლას გუნდის, მაესტრო ხავი ერნანდესია, ინტერის ფლიმეიკერი კი უესლი სნეიდერია, რომელიც ზემოთხსენებულს არაფრით არ ჩამოუარდება.
ვფიქრობ, იტალიელებს ყველაზე მეტად ლეო მესის შეჩერება გაუჭირდებათ, რომელიც საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ალბათ იგი, ამჟამინდელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიცაა. ჩემი აზრით, დამდეგ მატჩში მთავარ როლს, სწორედ ამ ახალგაზრდა ვუნდერკინდის გარჯა ითამაშებს.
კარლო გარგანესი (საერთაშორისო) – ჩემპიონთა ლიგის დასაწყსიში, მე პირადად ვერც კი წარმოვიდგენდი, ინტერი ნახევარფინალამდე თუ მიაღწევდა, მაგრამ ჟოზე მაურინიო, ჩვეულად ყველას გვაკვირვებს.
ორივე დაპირისპირებულ მხარეს, ზედმიწევნით კარგად ვიცნობ… ამის მიუხედავად, მათ შორის საუკეთესოს დასახელება მაინც ძალიან მიჭირს, რადგან ინტერიც და ბარსელონაც, საუკეთესოები არიან.”
ფრანსის დუჩატეუ (გერმანია) – „ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს, რომელიმე მათგანისთვის უპირატესობის მინიჭება დიდი უაზრობა იქნება. ბევრს ჰქგონია, რომ ბარსელონას – მილანური ბარიერის დაძლევა არ გაუჭირდება, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის, რადგანაც ინტერი ის გუნდი არ არის, რომელიც რომელიმე მოწინააღმდეგეს შეუშინდება, ეს ყველაფერი ჩელსისთან გამართულ შეხვედრაშიც ყველამ კარგად დაინახა."
სულმაან აჰმადი (ინგლისი) – ბარსელონა ყოველთვის დომინირებს მოედანზე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დამდეგ შეხვედრაში, კატალონიელებს ჩვეული ფეხბურთის თამაში ძალიან გაუჭირდებათ.
„ორივე გუნდს, უმაღლესი დონის მწვრთნელი უდგას სათავეში – ‘ყოვლისშემძე მაურინიო’ და ‘ვარსკვლავბიჭუნა გუარდიოლა’."
ვუტ სტარევსი (ჰოლანდია) – "დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბი წარსდგება. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, გულშემატკივარს წინ ულამაზესი საფეხბურთო სანახაობა ელის.”
თუ განვილილი სეზონიდან ვიმსჯელებთ, უპირატესობა კატალონიელებს უნდა მივანიჭოთ, მაგრამ ინტერი, მრისხანე მეტოქეს, არც კლასით და არც არაფრით არ ჩამოუარდება.
|