Il Corriere Dello Sport-ის ცნობით, გუშინ საღამოს, ქალაქ ბარსელონაში, ჟოზე მაურნიომ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პორტუგალიელი სპეციალისტი ქუჩაში გასეირნებას გეგმავდა, მაგრამ მისი გეგმები მოულოდნელად, კატალონიელმა ფანებმა შეცვალეს… მაშინ, როდესაც მაურინიო საკუთარი ავტომანქანისკენ მიისწრაფოდა, "ბარსელონას” გულშემატკივართა ჯგუფმა, ჟოზეს ავტომობილს სხვა და სხვა ბლაგვი საგნების სროლა დაუწყო.კატალონიელი ფანატები, მაურინიოს მანქანას, დანებს, სიგარეტის კოლოფებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ. შექმნილი მდგომარეობის განმუხტვა, ბარსელონელმა პოლიციელებმა ითავეს, რომლებიც, ინციდენტის ადგილას რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ.
|