ოფიციალურად: ბენიტესმა ინტერი დატოვა
რამდენიმე წუთის წინ მილანის ინტერის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბმა და რაფაელ ბენიტესმა თანამშრომლობა შეწყვიტეს.
წინასარი ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტი კონტრაქტის ვადამდელი შეწყვეტის გამო 3 მილიონ ევროს მიიღებს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი თუ ვინ გაუძღვება გუნდს სეზონის ბოლომდე. იტალიური მედიის თანახმად №1 კანდიდატად ამჟამად ბრაზილიელი ლეონარდო ითვლება, რომელიც შარშან მილანს ედგა სათავეში.
|