შეგახსენებთ რომ ”ინტერი” სერიოზულადაა დაინტერესებული ”ბოლონიას” ნახევარმცველით ალესანდრო დიამანტით. სნეიდერის გაყიდვის შემდეგ შემტევი ნახევარმცველის არ ყოლა ”ინტერის” მთავარი პრობლემა გახდა. ამ პრობლემის მოგვარებას სწორედ იტალიელი ნახევარმცველით აპირებს ”ნერაძურის” ხელმძღვანელობა.
დიამანტის ”ინტერში” ტრანსფერი უფრო რეალური ხდება მას შემდეგ რაც ”ბოლონიას” ხელმძღვანელობამ განაცხადა რომ დიამანტის გაყიდვას ივნისში აპირებენ. გარდა ამისა თავად ფეხბურთელის აგენტმა ასეთი რამ განაცხადა: ”დარწმუნებული ვარ დიანანტი ითამაშებს ისეთ დიდ კლუბებში როგორიც ”ინტერი” და ”მილანია”, ის მაღალი დონის ფეხბურთელია და დროა მიაღწიოს
იმას რასაც იმსახურე
ბს.