იმ შემთხვევაში, თუ მილანის "ინტერი" სეზონის ბოლოს, კიდევ ორი ტურნირის მოგებას მოახერხებს (მაურინიოს შეგირდებმა კოპა იტალია უკვე მოიგეს), მაშინ თითოეული 'ინტერისტა' ბონუსის სახით 600 000 ევროს მიიღებს.
მასიმო მორატიმ, ბონუსის სახით, 12 მილიონი ევრო გამოყო. ამ სარფიანი "შემოთავაზების" მისაღებად, "ინტერის" ფეხბურთელებს წლის ბოლოს, ისტორიული ტრიპლეტის შესრულება მართებთ, რომელიც (სკუდეტოს, ჩემპიონთა თასის და კოპა იტალიის) დაუფლებას გულისხმობს.
|