შეგახსენებთ, რომ ”ინტერმა” უკვე გააფორმა წინასწარი ხელშეუკრულება 23 წლის არგენტინელ ნახევარლცველთან რუბენ ბოტტასთან, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით ”ინტერს” ზაფხულში შემოუერთდება, რუბენმა ”ინტერთან” 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში 1მილიონს მიიღებს. არგენტინელმა ისაუბრა ”ინტერის” შესახებ:
ინტერში თამაშს ყოველთვის ვოცნებობდი, იმიტომ რომ იქ თამაშობს ჩემი კერპი ხავიერ ზანეტი. მე ვთამაშობ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, მე მიყვარს ამ პოზიციაზე თამაში და საკმაოდ დიდ პრობლემებს ვუქმნი მოწინააღმდეგის დაცვის ხაზს. ჩემი ტექნიკა და შესაძლებლობები ,მაძლევს იმის საშუალებას, რომ რისკინადაც ვითამაშო.
ნებისმიერი ახალგაზრდა არგენტინელის ოცნება ითამაშოს, ზანეტისთან, კამბიასოსთან, მილიტოსთან და სამუელთან ერთად. სუყველა მათგანი ლეგენდაა და მათთან ერთად თამაში ყველასთვის დიდი პატივია. მე ეს ოცნება მალე ამიხდება და ძალიან მიხარია.
ინტერის პერანგი?- მე დიდი სიამაყით ჩავიცმევ შავლურჯების ფორმას, ინტერი არის ერთ-ერთი დიდი კლუბი მსოფლიოში. მათ აქვთ ლამაზი სტადიონი დიდი გულშემატკივარი. მე ვითამაშებ ინტერის დონეზე ამისთვის უკვე ვემზადები.
ნომერი?- მე მომწონს 19
ვის მადარებენ?- მე ყოველთვის მადარებენ ლავეცის, ამბობენ, რომ მასავით ვთამაშობ, კიდევ მადარებენ მესის, იძახიან, რომ მაქვს მესის სტილი, მე ძალიან მომწონს დი მარია, მაგრამ მისი სტილი ჩემგან ძალიან განსხვავდება.