მილანის ინტერის ტექნიკური დირექტორი მარკო ბრანკა აცხადებს,რომ გუნდის ხელმძღვანელობას არ სურს მარიო ბალოტელისა და დუგლას მაიკონის გუნდიდან გაშვება. შეგახსენებთ რომ ბალოტელის შეძენა ორ ინგლისურ კლუბს მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" სურს,მაიკონით კი მადრიდის რეალია დაინტერესებული.
გასული წარმატებული სეზონის წყალობით ჩვენ ძალიან დიდი პრივილეგიები მოვიპოვეთ.ყოველდღიურად ჩვენ უამრავ შემოთავაზებას ვღებულობთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.წინადადებები გვაქვს მინიმუმ 6–7 ფეხბურთელზე.
ბალოტელი და მაიკონი? ბალოტელი შეუფასებელია,ამ ფეხბურთელის გაყიდვას და ტრანსფერზე დაყენებას არ ვაპირებთ.სავარაუდოდ ჩვენ გავეცნობით სხვადასხვა შემოთავაზებებს,მაგრამ ამ ორ ფეხბურთელზე არანაირ წინადადებას არ განვიხილავთ." – აცხადებს ბრანკა.
|