"რომას" ნახევარმცველმა მაიკლ ბრედლიმ fifa.com-თან კომენტარი გააკეთა "ინტერთან" შეხვედრასთან დაკავშირებით, "კოპა იტალიის" ეგიდით. მან განაცხადა რომ მისი სურვილი არის ფინალში "ლაციოს" წინააღმდეგ თამაში.
"ახლა ჩვენ გვსურს რომ რაც შეიძლება წინ წავიდეთ ყველა ტურნირში. იტალიის თასი ეს ჩვენთვის ისევე როგორც სხვა დანარჩენი გუნდებისთვის მეტად პრიორიტეტულია და ჩვენ იმის ამბიცია გვამოძრავებს რომ ფინალში გავიდეთ, მით უფრო რომ ფინალში ჩვენი მეტოქე მეორე რომაული კლუბი "ლაციო" იქნება.