ბურდისო რომაში დიდებულ სეზონს ატარებს, იგი საკუთარი გუნდის დაცვის ბურჯად ითვლება. რად ღირს გუშინდელი შეხვედრა იუვენტუსის წინააღმდეგ, სადაც არგენტინელმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ამას ძალიან კარგად ხვდება ინტერის ხელმძღვანელობა და მის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს.–განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა FcInterNews.It -თან ინტერვიუში.
ნიკოს რომასთან ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, არგენტინელი ამ კლუბში არენდის სახით იმყოფება. ბურდისო 2010 წლის ივნისში ნერაძურას დაუბრუნდება და მილანურ გრანდში განაგრძობს საფეხბურთო კარიერას.
არგენტინელის გამოსყიდვა თვითონ რომას ხელმძღვანელებსაც სურდათ, მაგრამ ამაზე ცივი უარი მიიღეს, ინტერის ბოსები ბურდისოს თამაშთან მიმართებაში კმაყოფილებას ვერ მალავენ და მის დაბრუნებაზე ფიქრობენ.
ვიმედოვნებ, რომ ნიკო ნებისმიერ გრანდში კარგად ითამაშებს, მის პროფესინალიზში 100%–ით დარწმუნებული ვარ. მან ეს უკვე მრავალჯერ დაამტკიცა.–დაასრულა ჰიდალგომ.
|