La GazzettO DellO Sport_ის ინფორმაციით ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობა მზადაა მილანის ინტერს გუნდის ლიდერ უესლი სნეიდერის სანაცვლოდ 30 მლნ ევრო შესთავაზოს.... ეს ინფორმაცია დღეს "არისტოკრატთა” ერთ-ერთმა არაოფიციალურმა საიტმა გაავრცელა, თუმცა მის სანდოობაზე ვერაფერს მოგახსენებთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა თავად გამოხატა ინგლისის პრემიერლიგაში ძალების მოსინჯვის სურვილი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ერთადერთი ალბიონური კლუბი, რომელში თამაშსაც ისურვებდა, "მანჩესტერ იუნაიტედია”.
|