მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა პატრიკ ვიეირამ განაცხადა, რომ მისი ოცნების გუნდი მადრიდის რეალია. "So Foot Magazine"-თან ინტერვიუში მან თქვა: "ჩემი განვლილი კარიერით კმაყოფილი ვარ. მაგრამ დაბრუნება რომ შემეძლოს ერთ რამეს შევცვლიდი, მადრიდის რეალში ვითამაშებდი." ერთ დროს ფრანგი ძალზედ ახლოს იყო ოცნების ასრულებასთან, მაგრამ გარიგება "მეთოფეებსა" და "ბლანკოსს" შორის ჩაიშალა. "ეს ოცნების ასრულებას ჰგავდა. მე მადრიდამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა, მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრებაში ყველაფერი არ ხდება ისე როგორც შენ გინდა" ვიეირამ აგრეთვე შეაქო რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელი ვარვსკვლავი ლასანა დიარა. "ლასი დიდებული ფეხბურთელია. იგი ბრწყინვალედ მოერგო რეალს. ეჭვი მეპარება, რომ მეც ასე მაღალ დონეზე შევძლებდი იქ თამაშს
|