როგორც მოგეხსნებათ, დამდეგ ხუთშაბათს, ერთმანეთს ფლორენციის ფიორენტინა და მილანის ინტერი დაუპირისპირდებიან. კოპა იტალია დასკვნით ეტაპს უახლოვდება, გულშემატკივარს ძალიან საინტერესო და დაძაბული ნახევარფინალები ელოდება.
ფლორენციული გრანდი საკმაოდ კარგ ფორმაშია, მათ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ერთი მიზანი აქვთ, მოიგონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ. ფიორეს ძალიან რთული შეხვედრა ელის, ჩეზარი პრანდელის შეგირდები, ჟოზე მაურინიოს დამოძღვრილ ნერაძურას შეერკინებიან.
ინტერი უძლიერესი კლუბია, მაგრამ ყველა მეტოქის დამარცხება არ ძალუძს. სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ სერია ა–ს უდავო ლიდერი და სკუდეტოს დაუფლების უპირობო ფავორიტი ნერაძურაა, მაგრამ ჩვენ შეგვწევს ძალა დავამარცხოთ მაურინიოს შეგირდები. ეს კოპა იტალიაა და არა რაიმე სხვა ტურნირი, აქ მხოლოდ ღირსეული გაიმარჯვებს.–განაცხადა პრანდელმა Sky Sport-თან ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მრისხანე მეტოქე გვყავს, მაინც არაფრის არ გვეშინია. ყველას კარგად მოეხსნება, რომ რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ.
მთავარია საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ, მთელი გულით და სულით ვითამაშოთ, თავი არ დავზოგოთ და ყველაფერი კარგად იქნება...
–დაასრულა იტალიელმა.
|