შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში სადაც ”ინტერი” ”კლუჟს” მასპინძლობდა, დიოგე მილიტომ სერიოზული ტრამვა მიიღო მუხლის არეში, რის გამოც მას ოპერაციის გაკეთება მოუწევს და გუნდს ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება. დიეგო მილიტოს თანაგუნდელები ყველანაირად ამხნევებენ და მხარში უდგანან, ამ ყველაფერს ”ინტერის” ფეხბურთელები საკუთარი სოციალური ქსელით ”თვითერის ”საშუალებითაც აკეთებენ.
”ინტერის” მცველმა ჟუან ჟესუსმა ასეთი წარწერა გააკეთა თვითერზე: forza diego
”ინტერის” ნახევარმცველმა ვალტერ გარგანომ კი თვითერზე ასეთი ფოტო გამოაქვეყნა:
გარდა ამისა ”ინტერის” ფეხბურთელებმა გუშინდელი თამაშის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი სწორედ მილიტოს შესახებ გააკეთეს და თანაგუნდელი გაამხნევეს.
სამირ ჰანდანოვიჩი: ”მილიტო არ დანებდე, ჩვენ შენთან ვართ”
ფრედი გუარინი: ”ჩვენ, ყველა მილიტოს მხარში ამოუდგებით”
როდრიგო პალასიო: ”მილიტო ბოლომდე იბრძოლებს”
ფრედი გუარინმა მილიტო თვითრის სასუალებითაც გაამხნევა:
გარდა თანაგუნდელებისა დიეგო მილიტოს ამხნევბს ”ინტერის” კონკურენტი კლუბი ”მილანიც” , მათ ოფიციალურ გვერდზე თვითრში ასეთი რამ გამოაქვეყნეს:
”დიდ მწუხარებას გამოთქვამს ”მილანის” ხელმძღვანელობა ”ინტერის” ჩემპიონის დიეგო მილიტოს ტრამვის გამო, რომელიც გუშინ ღამით მიიღო, დიეგო სწრაფად გამოჯამრთელებას გისურვებთ.”
|