მილანის კაპიტანმა მასიმო ამბროზინიმ განაცხადა, რომ ინტერთან სხვაობის შემცირება რთული საქმეა მაგრამ შესაძლებელი. ტურინის იუვენტუსის განადგურების შემდეგ მილანურ კლუბებს რვა ქულა აშორებთ ერთმანეთისგან თანაც "როსონერის" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. რა თქმა უნდა ჩვენ გახარებულები ვართ ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ. მაგრამ თუ ინტერი კვლავ განაგრძობს თავის წაუგებელ სერიას სიხარულს აზრი არ აქვს. ყველანაირად შევეცდებით, რომ დავეწიოთ ჩვენ მეტოქეს. ეს რთული საქმეა, მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ."-განაცხადა ამბროზინიმ.
|