ბოლო დღეებში "მილანური დერბი" იტალიური საფეხბურთო სამყაროს მთავარი თემაა. დღეს დილით "ინტერის" ტიფოზების ორგანიზაციის"Curva Nord"-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი ადგილობრივ პრესას გაესაუბრა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა: "რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ მარიო ბალოტელის წინააღმდეგ იყოს შეძახილები და სტვენა, ამას გულშემატკივრებს ვერავინ აუკრძალავს, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რასიზმის შემცველი განცხადებები და შეძახილები არ იქნება, ეს არავისთვისაა სასარგებლო, მათ შორის არც მილანური გუნდებისა და მათი ტიფოზებისათვის."