"ინტერნასიონალის" 23 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ლეანდრო დამიაოს მიმართ ინტერესი უკვე გამოავლინა არაერთმა სერიოზულმა ევროპულმა კლუბმა, რომელთა შორის არიან ინტერი, ნაპოლი და ტოტენჰემი.
ამასთან ერთად, ფეხბურთელი არ აპირებს გრძელვადიანი კონტრაქტის ამოწურვამდე თავის ამჟამინდელ კლუბთან განშორებას და ურჩევნია, იოცნებოს ევროპაზე.
"მე მაქვს საკმაოდ ხანგრძლივი კონტრაქტი ინტერნასიონალთან. კლუბთან პრაქტიკულად მიბმული ვარ და სხვათა შორის, ბრაზილიაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მაგრამ, ჩემ ოცნებად მაინც რჩება ევროპაში თამაში - ეს არის საუკეთესო სცენა, სადაც შეუძლია ფეხბურთელს ასპარეზობა," - განაცხადა დამიაომ.