გუშინდელი მატჩის უდაო გმირი დიეგო მილიტო მატჩის შემდგომ ემოციებს ვერ მალავდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავი 35-ე და 70-ე წუთებზე გამოიჩინა. ჯამში კი 11 ჩატარებულ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. შეხვედრის დასრულებისთანავე Sky Sport-თან საუბარში თავდამსხმელმა შემდეგი განაცხადა: "ძალზედ მოხარული ვარ, ასეთი რამ აქამდე არ განმიცდია. ამისათვის ბევრს ვშრომობდი. პრეზიდენტმა მორატიმ და გუნდმა ეს დაიმსახურეს. თავს ძალზედ ბედნიერად ვგრძნობ და მიამაჩნია, რომ ფინალში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩემი მომავლის შესახებ ამჟამად ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი შემოთავაზება მაქვს." ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ესპანურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოურინიო რეალში მილიტოს წაყვანას გეგმავს.
|