მილანის ინტერის მცველი დავიდე სანტონი გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და სხვა კლუბში გადასვლას გამორიცხავს. ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, იგი "როსონეროში" არასდროს ითამაშებს, რადგან ის "ნერაძურას" ეთაყვანება.
მილანში არასოდეს ვითამაშებ, მე ნამდვილი ინტერისტა ვარ. – განაცხადა სანტონმა TMW-თან ინტერვიუში.
მე ბავშვობიდან ინტერის გულშემატკივარი ვარ, ასე რომ თუ გუნდის მესვეურები თავისი ნებით არ გამიშვებენ, სხვა კლუბის წევრი არასდროს არ გავხდები. 10 წლიდან მილანურ გრანდში ვთამაშობ, ამ კლუბის შესახებ ყველაფერი ვიცი, ნერაძურას ავიც და კარგიც ძალიან მიყვარს...
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ საქმე ძალიან რთულადაა. ჩვენ სერიოზული მეტოქე გვყავს, ალბათ ყველაზე ძლიერი ევროპის მასშტაბით, მაგრამ არავის დაავიწყდეს რომ ინტერის მწვრთნელი 'ყოვლისშემძლე' ჟოზე მაურინიოა.
|