მილანის "ინტერის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, დავიდე სანტონი ტრავმირებულია. როგორც იტალიელმა მედიკოსებმა დაადგინეს, იტალიელს შესაძლოა ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს. ამჟამად სანტონი ბარსელონაში იმყოფება და ინდივიდუალურ ვარჯიშებს გადის.
როგორც Corriere Dello Sport იტყობინება, ახალგაზრდა ფეხბურთელს, ესპანეთში გამოცდილი ფიზიოთერაპევტები მკურნალობენ, მაგრამ თუ დავიდს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, იგი ვერც ამ სეზონში დაუბრუნდება მოედანს და მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს.
|