მონტოლივო: წაგებას არ ვიმსახურებდით
ფიორენტინას წამყვანი ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო გუშინდელ შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც ვიოლამ – მილანის ინტერის წინააღმდეგ (იტალიის თასის ეგიდით) გამართა და 0–1 დამარცხდა. გასული მატჩის ერთად ერთი გოლი, სამუელ ეტო'ოს ანგარიშზეა.
მართალია, პირველი ნახევარი წავაგეთ, მაგრამ გასახდელში, ყოველი ჩვენგანი ამაღლებულ განწყობას ინარჩუნებდა და დარწმუნებული იყო, რომ ფინალში სწორედ ჩვენ გავიდოდით, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა." – განაცხადა მონტოლივომ გუნდის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
მეორე ტაიმში, უამრავი საგოლე მომენტი გავანიავეთ და შესაბამის შედეგსაც მივაღწიეთ. ასეთ შეხვედრაში, ყოველ მომენტს უნდა გაუფრთხილდე და შეეცადო მაქსიმალურად გამოიყენო, ჩვენ კი... მართლაც ძალიან ცუდად ვითამაშეთ."
"ამის მიუხედავად, მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, ტაბლოზე მინიმუმ ფრე უნდა დაფიქსირებულიყო..."
ძალიან მნიშნვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ
მილანის ინტერის გამოცდილი მცველი, ხავიერ ძანეტი საკუთარი გუნდის წარმატებული გამოსვლით ძალიან კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ გუშინ კოპა იტალიის ნახევარფინალური მატჩი ფლორენციაში შედგა, სადაც ადგილობრივი ფიორენტინა – "ნერაძურას" დაუპრისპირდა, გასული შეხვედრა მილანელთა დამსახურებული გამარჯვებით 0–1 დასრულდა. ასე, რომ მაურინიოს გუნდი იტალიის თასის ფინალში გავიდა.
როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, მილანში გაიმართა და ის მატჩიც, "ინტერის" გამარჯვებით 1–0 დასრულდა. საერთო ჯამში კი, მილანელებმა მრისხანე მეტოქე (2–0) დაამარცხეს და კოპა იტალიის ფინალშიც დამსახურებულად გავიდნენ.
დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, ბოლომდე ვიბრძოდით და წარმატებასაც ღირსეულად მივაღწიეთ.– განაცხადა ძანეტიმ Inter.it-თან ინტერვიუში.
მართალია ფინალში გავედით, მაგრამ ამით არაფერი გადაწყვეტილა, წინ კიდევ ერთი შეხვედრაა ჩასატარებელი, ასე რომ ამ ტურნირზე ჩვენი გამოსვლა წარმატებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ფინალსაც მოვიგებთ.
მაურინიოს ასისტენტი:"ყველაფერი ეტოოს გოლმა გადაწყვიტა"
ინტერის მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს ასისტენტმა დანიელე ბერნაცანიმ ფიორენტინასთან" იტალიის თასის ნახევარფინალური მტჩის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა "საინტერესო მატჩი იყო,პირველ ტაიმში ინტერი უფრო მეტად თავს იცავდა, ფიორენტინა" კი ხშირად უტევდა.მეორე ტაიმში ყველაფერი ეტოოს გოლმა გადაწყვიტა.