იტალიური "ნაპოლის” მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა შეაფასა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გუნდს ჩამოწერილი 2 ქულა დაუბრუნდა, ჯანლუკა გრავის და პაოლო კანავაროს კი, დისკვალიფიკაცია მოეხსნათ.
"რაღა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი იტალიური ფეხბურთის გამარჯვებაა. ადრეც მწამდა და ახლაც ასეა - სამართლიანობის მჯერა. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც სიმართლეს რამდენიმე საათის განმავლობაში იცავდნენ. საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს” - განაცხადა დე ლაურენტისმა. გადაწყვეტილების შედეგად, "ნაპოლის” სატურნირო ცხრილში კვლავ 42 ქულა გაუხდა, რითაც "ლაციოს” გაუტოლდა, ხოლო ტურინის "იუვენტუსთან” ჩამორჩენა სამ ქულამდე დავიდა
|