"მილანის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, მატია დე შილიო აცხადებს, რომ სანამ "მილანში” მოხვდებოდა, "ინტერში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
"როცა 10 წლის გახლდით, "ინტერს” ჩემი შეძენა სურდა, თუმცა ბოლო მომენტში, მათ იფიქრეს, რომ ძალიან პატარა ვიყავი, ამიტომ ახლა "მილანში” ვთამაშობ”, – განუცხადა 20 წლის მოთამაშემ ჟურნალისტებს.
დე შილიომ "როსონერის” ახალწვეულ მარიო ბალოტელიზეც ისაუბრა.
"მარიო ბალოტელი უნიჭიერესი ფეხბურთელია. ის გუნდში დიდი ენთუსიაზმით მოვიდა და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება – დაასრულა დე შილიომ.
წყარო "lagazettadellosport"
|