"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაზე და იტალიის თასის ფინალში გასვლაზე ისაუბრა.
ჩვენ გვქონდა გარკვეული დავალება- გავსულიყავით ფინალში, რაც ასე თუ ისე კარგად შევასრულეთ" - აცხადებს ჩესკო.
"პირველ ტაიმში საქმეს სერიოზულად არ მივუდექით, შესვენებაზე კი ყველამ გავიაზრეთ მატჩის მნიშვნელობა და მეორე ტაიმში გასაკეთებელი გავაკეთეთ. უნდა აღვნიშნო დესტროს თამაში, რომელიც პირველ ტაიმში ძალიან ბევრს მოძრაობდა, მეორეში კი საწადელს მიაღწია და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა" ფინალში რომაული დერბი? რომა უნიკალური მოვლენის მომსწრე გახდება. უკვე ყველას ერთი სული გვაქვს როდის მოვა 26 მაისი".