”ინტერის” სპორტულმა დირეკტორმა მარკო ბრანკამ დღეს ”ინტერის” ახალგაზრდა 18 წლის ნახევარმცველი ოფიციალურად წარადგინა, შეგახსენებთ, რომ კოვაჩიჩი ”ინტერმა” ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დახურვის ბოლო დღეს 31 იანვარს შეიძინა.ახლა გთავაზობთ მატეო კოვაჩიჩის სრულ ინტერვიუს:
როგორ გრძნობთ თავს ახალ კლუბში, თქვენ ”ინტერის” ყველაზე პატარა წევრი ხართ?
მე ძალიან მეამაყება რომ აქ ვარ, მე მომწონს აქაური ატმოსფერო, ინტერი არიას ერთი დიდი ოჯახი მე კი ამ ოჯახის ახალი წევრი.
თქვენი პოზიცია?
მე ვითამაშებ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და აქტიურად ჩავერთვები თავდასხმაში.მე მომწონს ჩემი პოზიცია.
როგორ ეგუებით ახალ ქვეყანას და გაქვთ პრობლემა ენის ცოდნასთან დაკავშირებით?
მე ჯერ არ ვიცი იტალიური, თუმცა მყავს თანაგუნდელები რომლებსაც ესმით ჩემი ენა, სტანკოვიჩი, კუზმანოვიჩი, ჰანდანოვიჩი,ისინი დამეხმარებიან ვისწავლო იტალიური ენა.
თქვენი რეაქცია როცა გაიგეთ რომ ინტერში მოდიოდით?
ვიყავი შოკში, დღესაც არ მჯერა რომ აქ ვარ.
თქვენ ატარებთ 10 ნომრიან მაისურს ეს დიდი პასუხის მგებლობაა, მზად ხართ სადებიუტო მატჩისთვის სან-სიროზე?
ეს ჩემთვის დიდი პატივია, მე მზად ვარ ყველაფრისთვის მიყვარს სირთულეები, ”სან-სიროზე” თამაშისთვის განსაკუთრებულად ვემზადები, მე მზად ვარ ამ გამოწვევისთვის.
თქვენ უკვე გქონდათ სადებიუტო მატჩი რას იტყოდით ამის შსახებ?
ჩვენ ვითამაშეთ ცუდად, ასეთი რამ ხდება ფეხბურთში, მაგრამ დარწმუნებული ვარ კვირას სამ ქულას მოვიპოვეთ, ეს ”ინტერია” გუნდი რომელიც ბოლომდე იბრძვის.
|